რეზონანსი
(23.11.2023)

მომავალი წლიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

„ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამ წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე