რეზონანსი
(23.11.2023)

ეს დრო საქართველოსთვის მარტივი არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველის ხალხი ქვეყანას და მთავრობას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დააბრუნებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო.

მისივე თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.

"ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს", - განაცხადა კუბილიუსმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე