რეზონანსი
(23.11.2023)

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ განაცხადა, რომ რუსეთი განწყობილია იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ლიტვინენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში სამ ამოცანაზე იქნება კონცენტრირებული: ფრონტი, ინფრასტრუქტურის განადგურება და საზოგადოების ერთიანობის შერყევა.

"[რუსეთის] მიზნები უცვლელია. პუტინს სჭირდება უკრაინის იმდენი ტერიტორია, რამდენის მიღებასაც შეძლებს. ომი გამოფიტვის ომის ეტაპზე გადავიდა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ კრემლი მზად არის, ომი აწარმოოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - აღნიშნა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე