რეზონანსი
(23.11.2023)

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პიტერ ორლოს განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტის გარდა, ყველა დაიხურება.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის შესახებ. მხოლოდ რაია-იოზეპის საგუშაგო იფუნქციონირებს", - აღნიშნა ორპომ.

სასაზღვრო გამშვები პუნქტები ხვალ, საღამოდან 23 დეკემბერამდე იქნება დახურული. ჰელსინკის მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისიდან ფინეთში რუსეთის საზღვრის გავლით 700-მდე თავშესაფრის მაძიებელი, ძირითადად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, შევიდა. ევროპელი ლიდერების განცხადებებით, რუსეთი გამიზნულად ცდილობს მიგრაციული კრიზისის შექმნას, მოსკოვში კი ამ ბრალდებებს უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე