რეზონანსი
(23.11.2023)

ბულგარეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავ ზღვაზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლები, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, იმისთვის, რომ საქართველო მეტად იყოს ფიზიკურად ევროკავშირთან დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

„ამ ეტაპზე პირველ რიგში საკითხი ეხება დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმას, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ ქვეყნებს. ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და თვლიან, რომ ის შეცდომა რაც იყო დაშვებული გასული წლის ივნისში, გამოსწორებული უნდა იყოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე