რეზონანსი
(23.11.2023)

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიბანიდან 50-მდე რაკეტა ისროლეს. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათმა" რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის ზემო გალილეის რეგიონი გახდა. ლიბანიდან რაკეტების სროლის საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ლიბანის სასაზღვრო ქალაქების, შიჰინისა და ჯიბაინის მიმდებარე ტერიტორიები დაბომბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე