რეზონანსი
(23.11.2023)

შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ „ნაციონალურმა მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული ვარდების რევოლუციის იდეებიდან, ის გეგმებია და ხედვები, რა გვინდა ჩვენ მომავალში გავაკეთოთ და ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს არ იზიარებს, არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას, არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ", - აღნიშნა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე