რეზონანსი
(22.11.2023)

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" საქმე საზეიმოდ არ აქვს სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.

„გინდა „ვარდების რევოლუციის" დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელი, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?!" - აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიდ შეკრებას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე