რეზონანსი
(28.10.2023)

ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკა და დუმილი მცოცავ ოკუპაციას მაინც ვერ აჩერებს. ,,ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ყველა ფორმატს იყენებს უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და ოკუპანტების მიერ გავლებულ ახალ მავთულხლართებს ისევ წინა ხელისუფლებას აბრალებს. 

მლეთაში, ლომისას ტაძართან რუსი ოკუპანტების გამოჩენაც ჩვეულებრივი ფაქტია მმართველი გუნდისთვის. საპატრიარქოს წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან რუსი სამხედროების პატრულირება ახალი ამბავი არ არის. 

არა და ამ ქედს სადაც ტაძარი მდებარეობს, ქვეყნისთვის სტრატეგიული დატვირთვაც აქვს. ამ ფონზე შეიარაღებულ ოკუპანტები თავისუფლად გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თან დრონებით და პერიმეტრს ათვალიერებენ. ოკუპანტები კი უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას რომ აპირებენ, დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების მიერ შექმნილი რუკაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მავთულხლართებს მიღმა უნდა მოექცეს დამატებით 208 კვადრატული კილომეტრი საქართველოს ტერიტორია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე