რეზონანსი
(28.10.2023)

გერმანიაში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ - ქალები, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წავიდნენ, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

დაზარალებულების თქმით, ქართველები დასაქმების დაპირებით, ირმა ჯანჯღავამ წაიყვანა და მათ პოლონური დასაქმების სააგენტოს წარმომდგენლად გაეცნო, გერმანიაში არალეგალურად მყოფი მოქალაქეები, ნამდვილად დაასაქმეს, ოღონდ ოჯახები სადაც საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ, ანაზღაურებას შუამავალს ურიცხავენ, რადგან ოფიციალურ ანაზღაურებას არალეგალურად მყოფ პირებს ვერ მისცემენ. შუამავალი ჯანჯღავა კი ათობით ემიგრანტს ხელფასს არ აძლევს, ვინც ფულს ითხოვს ემუქრება რომ გერმანიაში არალეგალურად არიან და მათ გამოადეპორტინებს. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა სქემა რის მიხედვითაც ქართველი დამსაქმებლები ოჯახებიდან გადახვეწილ ქალებს უცხოეთი სამუშაოს დაწყებას ჰპირდებიან.  გერმანიაში ჩასული არალეგალი ემიგრანტები დამსაქმებლებს, ანუ პოლონურ კომპანია ვივიენს უკავშირდებიან, შემდეგ მათ სახელზე გაყალბებული დოკუმენტაცია მზადდება და მხოლოდ ამის შემდეგ ისინი იწყებენ ოჯახებში მუშაობას. კომპანიას დამსაქმებელი ოჯახი 2600 ევროს უხდის, ხელშეკრულების მიხედვით კი აქედან თანხის ნახევარი მოხუცის მომვლელმა უნდა მიიღოს, თუმცა დგინდება რომ შუამავლის გამო ქვეყნიდან სამუშაოდ გაქცეულებიც უშემოსავლოდ რჩებიან.

ირმა ჯანჯღავას დაზარალებული ემიგრანტებისგან თავის დაღწევა მუქარით უწევს. შეურაცმყოფელ შეტყობინებებს ქართველი დამსაქმებლისგან ოჯახების მარჩენალი ქალები ყოველდღიურად იღებენ. შიშის და მუქარის ფონზე მუშაობა უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან და უკეთესი ცხოვრების მოწყობის იმედით გერმანიაში წასულების რეალურად ქართველი შუამავლის დამსახურებით მონობაში არიან.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე