რეზონანსი
(28.10.2023)

ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ Starlink ღაზას სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მის თანამგზავრებთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.

ისრაელის არმიის ოპერაციის დროს ღაზას სექტორში კომუნიკაციები შეფერხდა. "ექიმები საზღვრებს გარეშე" და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღაზაში მომუშავე ექიმებთან კონტაქტი დაკარგეს. ელექტროენერგიის გათიშვის გამო საავადმყოფოებთან დაკავშირებაც შეუძლებელი გახდა.

X-ის მომხმარებლებმა მასკს მოუწოდეს, მიეცეს ღაზას სექტორში მცხოვრებ ადამიანებს Starlink-ზე წვდომა. 

უცნობია, რამდენად სწრაფად დაუკავშირდებიან ღაზას საერთაშორისო ორგანიზაციები Starlink-ს, რადგან წვდომას

სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე