რეზონანსი
(28.10.2023)

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.

ამის შესახებ მან სტამბულში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე განაცხადა.

„ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიდა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ, დღეს ჩუმად ადევნებენ თვალს ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს… ბევრი რეგიონის მაცხოვრებზე ვღვრიდით ცრემლებს: ყირიმიდან ყარაბაღამდე, ბოსნიიდან ქირქუქამდე, პალესტინიდან თურქესტანამდე, ავღანეთიდან ჩეჩნეთამდე,” - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი „პაიკია,” რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაწირავენ.

„დასავლურმა სამყარომ საკუთარი პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მობილიზება მოახდინა, რათა ღაზას სექტორში ბავშვების, ქალებისა და უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა დააკანონოს, ხოლო ისრაელი ღიად აწარმოებს სამხედრო დანაშაულებს. ისრაელი არანაირად არ ღელავს ხალხის მკვლელობაზე… სწორედ დასავლეთი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ჟლეტაზე. ღაზას სექტორში ჟლეტა - მთლიანად დასავლეთის საქმეა,” - განაცხადა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე