რეზონანსი
(26.09.2023)

რუმინეთში ოფიციალური შეხვედრებისას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ რუმინეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობა იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. „საქართველომ მხარდაჭერა მიიღო როგორც სენატიდან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ რუმინეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული და დაფიქსირებული. მსჯელობა იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე - შავი ზღვა გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ხიდი და არა - საზღვარი. შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაახლოებას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე