რეზონანსი
(26.09.2023)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით შოვის ტრაგედიისას დაზარალებულთა, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი მიწოდება გრძელდება.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ფსიქოლოგიური დახმარება შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის, ასევე გარდაცვლილებისა და დაკარგულების ოჯახის წევრებისთვის გრძელდება. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოგვმართა, მათ ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ აქტიური კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება", - განაცხადა გაბუნიამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე