რეზონანსი
(26.09.2023)

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტე­ბის თაღ­ლი­თო­ბამ თბი­ლის­ში 160-ზე მეტი ოჯა­ხი და­ა­ზა­რა­ლა. თაღ­ლი­თუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა 5 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და. სქე­მა კი ასე­თი იყო: ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ნო­ტა­რი­უს­თან მიჰ­ყავ­დათ და სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მებ­დნენ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან 10 000 -15 000 დო­ლა­რამ­დე იღებ­დნენ, შემ­დეგ კი წი­ნას­წარ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში შეჰ­ყავ­დათ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა სი­მარ­თლე მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც მათ მიერ ნა­გი­რა­ვებ ბი­ნა­ში რე­ა­ლუ­რი მე­პატ­რო­ნე მი­ვი­და და მათ­გან ქი­რის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა.

თა­თია ხვა­და­გი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია.

მისი თქმით, თაღ­ლი­თე­ბი ბი­ნას ჯერ ქი­რა­ობ­დნენ და შემ­დეგ აგი­რა­ვებ­დნენ, მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­ვის კი დამ­გი­რა­ვებ­ლე­ბი ნო­ტა­რი­უს­თან მიჰ­ყავ­დათ, სა­დაც გი­რავ­ნო­ბის ნაც­ვლად სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მებ­დნენ. დღეს თა­თია ქმარ­თან და ორ შვილ­თან ერ­თად იმა­ვე ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, ოღონდ ამ­ჯე­რად ბი­ნის რე­ა­ლურ მე­პატ­რო­ნეს თვე­ში 900 ლარს უხ­დის, პა­რა­ლე­ლუ­რად იხ­დის ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბის­თვის აღე­ბულ სესხსაც.

თაღ­ლი­თუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ანი სოფ­რო­მა­ძეა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბია არი­ან ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბიც.

იმა­ვე ის­ტო­რი­ას ყვე­ბა საქ­მის მე­ო­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მაია ფი­ჩხა­ია. 2022 წლის 7 ივ­ნისს სოფო ბარ­კა­ლა­ი­ას­გან ბინა 10 000 დო­ლა­რად იგი­რა­ვა. სახ­ლის მფლო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენტს უჩივ­ლა, სა­პა­სუ­ხა­როდ კი მუ­ქა­რა მი­ი­ღო. დღეს მაია თავ­შე­ფას­რის გა­რე­შე ღია ცის ქვეშ დარ­ჩა.

ის­ტო­რია, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ ორო ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას ასა­ხავს, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით დი­დია. მით­ვი­სე­ბუ­ლია 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი.

თაღ­ლი­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტე­ბის სქე­მა დღეს უკვე გა­შიფ­რუ­ლი და საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა­ნა­ტე­ბი გი­სო­სებს მიღ­მა 7 და 8 წელს გა­ა­ტა­რებ, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი ამ დრომ­დე არ­სად ჩანს.

ambebi.ge

ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ლი­დე­რი ანი სოფ­რო­მა­ძე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი: თა­თია ხვა­და­გი­ა­ნი და მაია ფი­ჩხა­ია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე