რეზონანსი
(22.09.2023)

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ.

"როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ-მინისტრებს (სხვა სახელმწიფოების) ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა,“ - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ამიტომ ასეთი ქვეყნის იგნორირება შეუძლებელია. „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან პოზიტიურად ურთიერთობას“, - განაცხადა ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე