რეზონანსი
(21.09.2023)
"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ", - ასე დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესმენებთან სიტყვით გამოსვლა. მან შეკრებილებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა. კონგრესში შეხვედრების შემდეგ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების თაობაზე თეთრი სახლის მოთხოვნას განიხილავს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისა და რუსეთის შეჭრით დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის 24 მილიარდის გამოყოფა სთხოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე