რეზონანსი
(21.09.2023)

ფინანსურ ბაზარზე განვითარებული პროცესების მიუხედავად, ლარის კურსი ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ლარი თითქმის 1%-ით გაუფასურდა, TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სიტუაციას ამ მხრივ სავალალოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ წნეხს გაუძლო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ლარმა მკვეთრი რყევები არ განიცადოს, რაც ჯერჯერობით არ იგრძნობა. ,,სამწუხაროა, რომ პროფესიონალმა კადრებმა, რომლებიც წლობით მუშაობდნენ ეროვნულ ბანკში, თანამდებობა დატოვეს. მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ლარზეც მოქმედებს, ყველამ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გარკვეული ზეწოლა განიცადა, მაგრამ მასშტაბური რყევა არ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია რესურსი და მაკროეკონომიკურადაც, რეზერვების კუთხითაც კარგი პერიოდია, რაც სავალუტო ბაზარს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება", - განაცხადა ოთარ ნადარაია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე