რეზონანსი
(21.09.2023)

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 32 წლის ქარ­თველს, შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

"ამბები" თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის მე­გო­ბა­რი ესა­უბ­რა:

"თორ­ნი­კეს ახ­ლოს ვიც­ნობ და ვერ ვხვდე­ბი, რა მოხ­და, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ... მთე­ლი დღეა კონ­სულ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ, მაგ­რამ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი, ყვე­ლას მივ­წე­რე და მას­თან მა­მი­სა­მარ­თე­ბენ. მეც ის ვიცი, რაც ყვე­ლამ. თორ­ნი­კეს­გან მსგავ­სი რამ არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ვინც იც­ნობს, ამა­ში ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა. იქ­ნებ რა­ღაც შეც­დო­მაა?! ის სა­ოც­რად მშვი­დი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია... ეს თუ სი­მარ­თლეა, თავ­ში არა­ფე­რი მომ­დის აზ­რად, რამ გა­მო­იწ­ვია მისი ეს საქ­ცი­ე­ლი?

არც ის ვიცი, იც­ნობ­და თუ არა, ან რა აკავ­ში­რებ­და გარ­დაც­ვლილ­თან. თორ­ნი­კე პო­კე­რის ტურ­ნირ­ზე მარ­ტო არ წა­სუ­ლა, მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ახ­ლდა. მას­ზე არა­ფე­რი ვი­ცით, არც ის ჩანს. ბო­ლოს, გაფ­რე­ნის წინ ვნა­ხეთ ისი­ნი, გუ­შინ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ შე­ვეხ­მი­ა­ნე, დღეს დი­ლით კი ეს ამ­ბა­ვი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე. ის და თორ­ნი­კე წელს უკვე მე­ო­რედ იყ­ვნენ ჰო­ლან­დი­ა­ში ტურ­ნირ­ზე, ყველ­გან თან დაჰ­ყავ­და.. მხო­ლოდ ის მინ­და, რომ გა­ვი­გო, სად და რო­გო­რაა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, და­ნარ­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს“.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე