რეზონანსი
(13.09.2023)

ნაძირალათა სიმწრის დოღია „მთავარში"! რომ ვერაფერს მიაღწიეს დაგეგმილი, „რაფინირებული" ცილისწამებებით, ისეთი სიბინძურეების კადრება დაიწყეს, რომლის აბსურდულობაში თავად გაეხვივნენ, - ასე აფასებს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს მმართველმა პარტიამ აშშ-ს სამხედრო ბაზის საქართველოში გახსნაზე უარი უთხრა. გვენეტაძის მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროვოკაცია საქართველოს ომში ჩართვის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.

„იფიქრეს, იფიქრეს, იმამაძაღლეს და გამოაცხვეს არნახული პროვოკაცია! თითქოსდა აშშ-ს სურს საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსება და „ოცნებამ" არ გაახსნევინა! ამ შტერებს სამხედრო ბაზის გახსნა მეფრინველეობის ფაბრიკის გახსნა ჰგონიათ! და ეს რომ მოჩმახული და მოგონილი ტყუილია ეს თავად აშშ საელჩომ დაადასტურა განცხადებით! თუმცა აგენტოკრატების მთავარი რუპორის "მთავარის" მორიგი პროვოკაცია უეჭველია ერთ რაიმეზეა გათვლილი! საქართველოს ჩრდილოეთიდან დაამყარონ ბომბები და ამაში ამ ნაგვებმა გასამრჯელო აიღონ!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკას საქართველოს მთავრობისთვის ქვეყანაში სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე