რეზონანსი
(13.09.2023)

„ნაციონალური მოძრაობისთვის", ამ რადიკალური ოპოზიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა არავითარ ღირებულებას, არც კონსტიტუციას, არც კანონს, არც ადამიანის უფლებებს. ისინი ყოველთვის მოქმედებენ სიტუაციურად, იმისთვის რომ როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს და ახლა ვაჭრობაში არიან პრეზიდენტთან და სავაჭრო გზავნილიც პირდაპირ გააჟღერეს, თქვეს ან შეწყალება, ან იმპიჩმენტი

„ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე აწია დროშა და მათმა ერთ-ერთმა სპიკერმა თქვა, ან იმპიჩმენტი, ან შეწყალებაო. „ნაციონალური მოძრაობისთვის", ამ რადიკალური ოპოზიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა არავითარ ღირებულებას, არც კონსტიტუციას, არც კანონს, არც ადამიანის უფლებებს. ისინი ყოველთვის მოქმედებენ სიტუაციურად, იმისთვის რომ როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიონ. გახსოვთ, პრეზიდენტს როგორ მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ უკანონო პრეზიდენტს ხელს არ ჩამოვართმევთო, მერე უკვე ეხვეწებოდნენ შეწყალებას, შემდეგ უკვე შეხვედრაზეც გვახსოვს ეს ოპოზიცია მასთან და ძალიან კარგადაც აღიარებენ ევროპული კურსის საუკეთესო დამცველადაც კი. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ეს ის ძალაა, რომლისთვისაც არაფერი ღირებული, არაფერი მუდმივი და ისეთი, რაზეც შეიძლება აიგოს სახელმწიფო, საზოგადოების უსაფრთხოება და აიგოს საქართველოს მომავლის პოლიტიკა, არ არსებობს. ეს არის ხალხი, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს, ამიტომ ახლა ვაჭრობენ პრეზიდენტთან და სავაჭრო გზავნილიც პირდაპირ გააჟღერეს, თქვეს - ან შეწყალება, ან იმპიჩმენტიო", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე