რეზონანსი
(13.09.2023)

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრები რუსეთში, კოსმოდრომ „ვასტოჩნიზე" გამართეს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური სატელიტების აგებაში დაეხმარება. იარაღის შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე ჯერ კომენტარი არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე