რეზონანსი
(13.09.2023)

საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს სამუშაო. როგორც მე მახსოვს, კომისიას 12 რეკომენდაცია ჰქონდა და ისინი სრულად უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაში ძლიერი ვალდებულება დაფიქსირდა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მიმართ - უკრაინაზე, მოლდოვაზე და იყო საქართველოზე მცირე განსხვავება. კომისიის პრეზიდენტმა კარგად ახსნა ქართველი ხალხის სურვილი, მათაც სურთ ეკუთვნოდნენ ევროკავშირს. ეს მცირე სხვაობის მიზეზი ის ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს სამუშაო. როგორც მე მახსოვს, კომისიას 12 რეკომენდაცია ჰქონდა და ისინი სრულად უნდა შესრულდეს. ჩვენ გვინდა გულწრფელი მიდგომის ნახვა და არ გვინდა ზოგიერთი გამოსვლის მოსმენა, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეებში და წელს ევროკავშირზე. ჩვენი კარი ღიაა და ღიად რჩება, ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს და მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ დღის წესრიგზე", - აცხადებს მიხაელ გალერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე