რეზონანსი
(13.09.2023)

უცხოელების თვალშიც ძალიან ცუდად ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

„ეს დეპუტატების გადასაწყვეტია, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ქვეყანა და აქვს პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ - ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა, პირველებმა უნდა ვცეთ პატივი კანონს, კონსტიტუციას და ქვეყანას. ცუდია, დამაზიანებელია, უცხოელების თვალშიც ძალიან ცუდად ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას", - აცხადებს კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე