რეზონანსი
(13.09.2023)

"ჯივიპი” 13 სექტემბერს, ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 სექტემბერს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, რადიანის ქ. N16-თან -თან, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

“კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 სექტემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

რადიანის, შოშიტაიშვილის და არაყიშვილის 2 ჩიხს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე