რეზონანსი
(13.09.2023)

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - იტალიაა.

14 ოქტომბერს წინანდლის მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება:

13:00|ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.  ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.

14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი

14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო,  მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.

19:00 | სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება

21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო`ჰორაიზონსი წარდგება

ფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.

მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.

მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%.  თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე