რეზონანსი
(12.09.2023)

კომპანიამ Apple 12 სექტემბერს iPhone 15-ის სერიის სმარტფონები, iPhone 15, iPhone 15 Plus, Pro და Pro Max წარადგინა. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ წარადგინა მე-9 თაობის ახალი Apple Watches-იც.

ცნობილია, რომ iPhone 15-ისა და iPhone 15 Plus-ის ფასები 799, iPhone 15 Pro-ს 999-დან, Pro Max-ის კი 1,199 დოლარიდან დაიწყება.

ირკვევა, რომ მომხმარებელს ახალი iPhone-ების შეკვეთა 15 სექტემბრიდან შეეძლება, შეძენა კი 22 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე