რეზონანსი
(12.09.2023)

სახალხო დამცველი ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე