რეზონანსი
(12.09.2023)

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების" წევრების მიმართ მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც რამდენიმე კვირის წინ თავად გახდა.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი ბინძური „ფეიკ ნიუსების" მიმართ შესაბამისი რეაქცია აქვს.

„პარალელი მინდა გავავლო, როგორ ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების" წევრების მიმართ. აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები. ეს ყველაფერი როგორ დაგიბრუნდათ ვნახეთ - ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული სტატუსებს დებდით, ვის მოუვიდა აზრად, რომ კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე