რეზონანსი
(11.09.2023)

პრეზიდენტმა მიზანმიმართულად და უხეშად გადაწყვიტა დაერღვია კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„არგუმენტი ამ წარდგინების ხელმოწერაზე მდგომარეობს იმაში, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს, განსაკუთრებით ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოს მეთაური როდესაც მიემგზავრება საზღვარგარეთ, ის წარმოადგენს ქვეყანას და ამისთვის კონსტიტუცია რომ აწესებდა, რომ საჭირო იყო თანხმობა, ამას აკეთებდა. ამას აკეთებდა მაგალითად სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასწრებისთვის, ამას აკეთებდა სპორტულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის და შესაბამისად, ის იცავდა ამ პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად, ის იცავდა ამ პერიოდის განმავლობაში კონსტიტუციას. მიზანმიმართულად და უხეშად გადაწყვიტა დაერღვია კონსტიტუცია", - განაცხადა ოხანაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე