რეზონანსი
(11.09.2023)

მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა. ამიტომ აუცილებელია რეაგირება.

მისივე თქმით, სასამართლოში პრეზიდენტს აუხსნიან, რას ნიშნავს კონსტიტუცია.

„საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტს აუხსნიან - ანი-ბანს, რას ნიშნავს კონსტიტუცია, სად წერია პრეზიდენტის თავი კონსტიტუციაში, სად წერია, რომ არ უნდა დაარღვიოს და პირიქით, დაიცვას. ასევე, სად წერია ფიცი, რომ კონსტიტუციას დაიცავს. აუცილებელია რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე