რეზონანსი
(09.08.2023)

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ შოვში სამძებრო სამუშაოებს დაემატა მე-9 ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მისვლა მოხერხდა კოტეჯების სასადილოსთან, სადაც არეალი მუშავდება.

მისივე თქმით, მონტაჟდება ახალი დროებითი ხიდი. წინა დროებითი ხიდი, იგივე ადგილიდან მდინარემ წაიღო.

"ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას სადაც სწორედ მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო და შესაბამისად ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას, შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ და დღეს ვადევნებთ თვალს სწორედ მონტაჟს", - თქვა ქარსელაძემ.

ქარსელაძემ თქვა, რომ ჩამოტანილი მასა ძალიან მძიმედ ექვემდებარება დამუშავებას, რაც მთავარ სირთულეს წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე