რეზონანსი
(09.08.2023)

იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად გემი ჩაიძირა. შემთხვევას 41 მიგრანტი ემსხვერპლა.

როგორც ოთხმა გადარჩენილებმა მაშველებს განუცხადეს, გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ, ტუნისის ქალაქ სფაქსიდან იტალიისაკენ მიდიოდა. მათი თქმით, ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი.

ტუნისის ხელისუფლება კი ამბობს, რომ სფაქსი, პოპულარული გასასვლელია მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოებისა და უკეთეს ეკონომიკურ პირობებისთვის ჩადიან.

ცნობისთვის, 2023 წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლისას 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე