რეზონანსი
(08.08.2023)

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. როგორც „რადო თავისუფლების“ ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიშში რეკომენდაცია იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ანგარიშის მზადება ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იდეა ჯერ კიდევ არის „პირობითი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს დასჭირდება დარჩენილი და პოტენციურად ახალი პირობების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე