რეზონანსი
(08.08.2023)

ამ მძიმე დღეებში დეზინფორმაცია არა მხოლოდ პიროვნებების წინააღმდეგ იყო აგორებული, არამედ, საზოგადოებისა და იმ ოჯახების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს - რა თქმა უნდა, ეს გარკვეული ტიპის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს! - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა შემდეგი შინაარსის კითხვას: იგეგმება თუ არა დეზინფორმაციის კანონმდებლობის ფორმით შეჩერება.

როგორც მაჭარაშვილმა დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, ამის თაობაზე მათ არაერთხელ ისაუბრეს და „პროცესი ნელ-ნელა, დინამიურად მოხდება".

მან აქვე დასძინა, რომ „თავს შეიკავებს დეტალებისგან, თუ რა და როგორ მოხდეს".

მაჭარაშვილის თქმით, ფეიკ-კამპანია და დეზინფორმაცია უკვე არა მხოლოდ პიროვნებების, არამედ, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მაშინ, როცა მთელი საქართველო იმ ადამიანების ჭირისუფალი გახდა, ვინც ამ ბუნებრივი მოვლენების დროს გარდაიცვალნენ, ჩვენ ორ ფრონტზე ბრძოლა გვიწევს - ერთია ადამიანების მოძებნა, მათი ახლობლების დახმარება და დამშვიდება, რაც მაქსიმალურად კეთდება და მეორეა, ის გაუგონარი დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი კადრულობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე