რეზონანსი
(08.08.2023)

ამ დილით მაშველებმა, ფოთში, ზღვაში კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. 16 წლის ბიჭის ცხედარი კი ზღვაში გუშინ ღამითვე აღმოაჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდები ზღვაში ღამით საბანაოდ შევიდნენ. ფოთში დაღუპული მოზარდები, 14 წლის ავთო ედიბერიძე და 16 წლის ნიკა კარანაძე არიან. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთის დედაც. 

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავთო დედისერთა იყო. იგი ფოთის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობდა, ხოლო ნიკა - ფოთის პირველ საჯარო სკოლაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე