რეზონანსი
(07.08.2023)

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი.

აღნიშნულ ინფორმაციას Telegram -ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"ქალაქი პოკროვსკი, დონეცკის ოლქი - დონბასი, რომლისგან რუსეთი ცდილობს მხოლოდ დამსხვრეული და დამწვარი ქვები დატოვოს. ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლში. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ადამიანების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

"ჩვენ უნდა გავაჩეროთ რუსული ტერორი. თითოეული ადამიანი, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, ადამიანების სიცოცხლის გადამრჩენია. ყველა, ვინც მსოფლიოში უკრაინას ეხმარება, ჩვენთან ერთად ტერორისტებზე გამარჯვებას იზეიმებს. რუსეთი ყველაფერზე აგებს პასუხს ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე