რეზონანსი
(07.08.2023)

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გმირი მაშველები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად, ვფიქრობ, ანაზღაურებაზე საუბარი უადგილოც არის. რაც არ უნდა იყოს ანაზღაურება, ის, რაც გასაკეთებელი არის ჩვენი სამსახურის, შსს-ს მიერ, ეს არის გასაკეთებელი, წერტილი, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

„მაშველის ხელფასი დღეს არის 1500 ლარამდე. გარდა ამისა, რადგან წამოიჭრა ეს საკითხი, მინდა ვთქვა, რომ გაუმჯობესდა მაშველების სოციალური პაკეტი. კვების საკითხი მოწესრიგდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - სახანძრო სამაშველო ძალების არსებობის ისტორიის განმავლობაში მსგავსი დარეგულირებული საკითხები არ ყოფილა. მოწესრიგებულია ფორმა-ჩაცმულობის, სპეციალური ტექნიკის საკითხები, ავტოპარკის განახლება. 10 ახალი სახანძრო მანქანაა შეძენილი და წლის ბოლომდე უნდა მოგვაწოდოს მომწოდებელმა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები - ამ ეტაპზე ორი შენობა სრულდება და მიმდინარეობს კიდევ სამი შენობის მშენებლობა. სწორად გამიგეთ, დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გმირი მაშველები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად, ვფიქრობ, ანაზღაურებაზე საუბარი უადგილოც არის. რაც არ უნდა იყოს ანაზღაურება, ის, რაც გასაკეთებელი არის ჩვენი სამსახურის, შსს-ს მიერ, ეს არის გასაკეთებელი, წერტილი", - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე