რეზონანსი
(07.08.2023)

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მოქალაქეებმა შოვში სტიქიით დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათ ადგილზე სიმბოლურად სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს და შოვის ტრაგედიის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.

მათი თქმით, ამ ფორმით შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

"უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას. ჩვენ მეგობარ ქართველ ერს გვერდით ვუდგავართ ამ მძიმე წუთებში. ძალიან მძიმე დღეებია, რასაც განვიცდით და ვლოცულობთ მათზე", - აღნიშნეს შეკრებილებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე