რეზონანსი
(07.08.2023)

როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებს განუცხადა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შუალედური დასკვნა დღეს გვაძლევს რელურ მოცემულობას, მაგრამ დეტალური დასკვნა გახდება საფუძველი, გამოძიება რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას საბოლოო, ამომწურავი, დეტალური პასუხი გაეცემა.

„ხე-ტყის სანიტარული ჭრაც რომ ვერ ხერხდება ასეთ ადგილებზე ამბობენ, რომ ხე-ტყის ჭრის გამო, ვიღაც ასაწყობებდა და ასე შემდეგ, ამის გამო შეიძლება მომხდარიყო. ასევე, საუბრობენ კოტეჯებზე, მშენებლობის ნებართვაზე, რომ თითქოს, იქ ვიღაცამ ნებართვები არაკანონიერად გასცა. არ შეიძლებოდა ნებართვების გაცემა მაშინ, როდესაც ეს კოტეჯები, შენობები აშენებულია რამდენიმე ათეული წლის წინ და კომუნისტების დროიდან მოყოლებული იქ იდგა. რაც წაიღო და გადაასწორა სტიქიამ, ის შენობები კომუნისტების დროს, საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე