რეზონანსი
(07.08.2023)

გურამ მაჭარაშვილი შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება „ხალხის ძალის" წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„სამწუხაროდ, ამ ფონზეც გვიწევს მეორე მიმართულებით გარკვეული ტიპის ე.წ. ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რომელიც ვრცელდება. ადამიანს ძნელად თუ მოუვა თავში, რომ ნორმალური კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ხდება, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწია ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებზეც მათ შორის არასამთავრობო სექტორს ჰქონდა გავრცელებული დეზინფორმაციები. ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თვლის თავს ჭირისუფლად, გაცილებით უფრო რთულია. ცეცხლზე ნავთის დასხმაა ის დეზინფორმაცია, რომელიც ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება. არსებობს რაღაც დრო, არსებობს რაღაც სივრცე, სადაც შენი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები არ უნდა მოძებნო", - ამბობს მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე