რეზონანსი
(07.08.2023)

ჩვენი პოზიცია მანამდე იქნება უცვლელი, ვიდრე საქართველოში ოკუპაცია არ დასრულდება და ერთი მტკავებული მიწა იქნება ოკუპირებული. რასაკვირველია, ამასთან შეურიგებელია მთელი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ოკუპაციას ვერასოდეს შეეგუება, ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედისმომცემია.

„ეს არის საქართველოს მოუშუშებელი და მტკივნეული ჭრილობა, რაც ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სუფევს. ოკუპაციას საქართველო ვერასოდეს შეეგუება. ქვეყანას მხარში უდგას მთლიანად მსოფლიო და ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია იმედისმომცემია. დიდი იმედი მაქვს, ოკუპაციას მალე დასრულდება და შესაძლებელი იქნება, გამთლიანებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რაც საქართველოს თითოული მოქალაქის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და გმირების წინაშე, რომლებიც მათ შორის 2008 წელს გმირულად დაეცნენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე