რეზონანსი
(07.08.2023)

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, აცხადებს, რომ დაკარგულების ახლობლები მუდმივად იღებენ ინფორმაციას სამძებრო სამუშაოების შესახებ.

„შტაბი არის მუდმივ კომუნიკაციაში დაღუპულებისა და დაკარგულების ოჯახის წევრებთან. ისინი მუდმივად იღებენ ინფორმაციას ძებნის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ძალიან მძიმეა ამ ადამიანების მდგომარეობა, მაგრამ ამ სიმძიმის, ტკივილის მიუხედავად, ამ ადამიანებს თავი უჭირავთ ღირსეულად და ძალიან კარგად ხედავენ და აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რამხელა დიდი ძალისხმევაა ამ სამუშაოებში ჩადებული და ელოდებიან ამ სამუშაოების შედეგებს", - განაცხადა ბერაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე