რეზონანსი
(07.08.2023)

ტექნიკა ტექნიკაზე შემოვიდა, გზა დაკეტილია იმისთვის, რომ სულ მიდის და მოდის ტექნიკა, დღე და ღამე მუშაობს. ვერტმფრენზე ლაპარაკობენ, ვერტმფრენი ღამე რას გააკეთებდა? დღე, როცა საჭირო იყო მოვიდა და ყველაფერი გააკეთეს, - ამის შესახებ „ქრონიკას" შოვში ადგილობრივი დათო გავაშელი ესაუბრა.

„რაც შეუძლიათ ძალას და ღონეს არ იშურებენ, მიცვალებულს ვერავინ გააცოცხლებს. მთავარია ნახონ, ეს არის მთავარი პრობლემა, მთავარია ნახონ", - ამბობს ადგილობრივი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე