რეზონანსი
(07.08.2023)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა. მინდა ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან, უვნებელი. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო მაშველებს. სრული მობილიზება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან. ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა - მინისტრები ვიყავით მობილიზებულები ადგილზე", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე