რეზონანსი
(07.08.2023)

შოვ­ში სტი­ქი­ი­სას გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან და-ძმა, მეგი და გიგი გუ­ტაშ­ვი­ლე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

მეგი რა­ჭის ახალ­გაზ­რდუ­ლი ასამ­ბლე­ის წევ­რი იყო. მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"და ის გაფ­რინ­და ვით ან­გე­ლო­ზი....მე­გის იმ­დე­ნი რამ აქვს ასამ­ბლე­ის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, ნაბ­რძო­ლი, შე­წი­რუ­ლი, და­არ­სე­ბის დღი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და დახ­მა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და ჩვე­ნი ლა­მა­ზი გოგო...ახლა ის აღარ გვყავს, გა­მო­აკ­ლდა ჩვენს გუნდს, რა­მაც დაგ­ვა­ცა­რი­ე­ლა და გაგ­ვა­ნუ­ლა...სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სამ­ძიმ­რებთ ამ დიდ და­ნაკ­ლისს მუ­დამ ჩვენს გულ­ში იქ­ნე­ბი მეგი, სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია..." - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მეგი და გიგი გუ­ტაშ­ვი­ლი და-ძმა არი­ან. მათი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან ასე­ვე გარ­დაც­ლი­ლი ნატო ჭე­ლი­ძე და 7 წლის ლუკა დუ­დაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი 20-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე