რეზონანსი
(06.08.2023)

სამირა ისაევას ძმის ინფორმაციით, ამოცნობილია კიდევ ერთი ცხედარი და ის 60 წლის მარინა ხორბალაძეა. თავად 18 წლის ისაევას ცხედარი კი დღეს მამამ ამოიცნო. ინფორმაცია ამის შესახებ დაღუპულის ძმამ "ინფო რუსთავს" დაუდასტურა:

"დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ისკანდერ ისაევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე