რეზონანსი
(06.08.2023)

რამ გამოიწვია სტიქია შოვში და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება? - რამდენიმე საათში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნა გასაჯაროვდება. უწყების თანამშრომლებმა გუშინ დახურულ კარს მიღმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, იმ შემთხვავაში, თუ მონიტორინგის სისტემები გამართული იქნებოდა, სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და სტიქიის მასშტაბების შემცირება შესაძლებელი იყო. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ.

"შეწყვიტონ არაპროფესიონალებმა ამ საკითხისა, ძალიან ვთხოვ, არარელევანტური და არაკორექტული განცხადებების გაკეთებები. 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემები, მეწყრული პროცესებისთვის, კლიმატური პროცესებისათვის, ვულკანური ამოფრქვევებისათვის და ბევრი სტიქიური მოვლენებისათვის, გარდა მიწისძვრისა. ეჭვის აღება და მონიტორინგი, იმიტომ, რომ გლაციალური ტბის ჩამოყალიბებას და შემდეგ გარღვევას დრო უნდა, ერთ წუთში და ორ წუთი არ ხდება," - ამბობს თეა გოდოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე