რეზონანსი
(25.07.2023)

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1.60 მლრდ ლარით, ანუ 3.50%-ით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 633.62 მლნ ლარით, ანუ 2.50%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.63 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით შედარებით 3.70%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით - 13.17 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვეს 5.81%-ით აღემატება.

მათივე მონაცემებით, 2023 წლის ივნისის განმავლობაში 1.95%-ით, ანუ 480.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 25.16 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.81 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.53 პროცენტული პუნქტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე