რეზონანსი
(25.07.2023)

ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე - წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას, - ამის შესახებ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.

„რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად - ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება", - წერს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე